საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსი ოკუპანტების მიერ | ახალი დეტალები სოფელ კირბალიდან

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს ორ მოქალაქეს დაესხნენ თავს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ისინი მოქალაქეების დაკავებას ცდილობდნენ. სროლის შედეგად ერთ-ერთი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა - როგორც "მთავარი არხის" კორესპონდენტი ადგილიდან ყვება, ოკუპანტების მიერ გატაცებული მეორე მოქალაქე უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა გადაყვანილი და ის, სავარაუდოდ, ცხინვალის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, სოფლის შესასვლელი მათ გადაკეტილი აქვთ და ჟურნალისტებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. 

"მთავარი არხისთვის" მოკლულის ვინაობა ცნობილია, თუმცა მას ამ დროისთვის შეგნებულად არ ვასახელებთ.

მანამდე, მომხდარზე ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა გაავრცელა:

2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. 

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, - დაწერა სუს-მა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი