დაკავება ახალციხეში - ადვოკატის თქმით, ბრალდებულს იარაღი ჩაუდეს

გამოქვეყნდა:

ახალციხეში სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ადვოკატის თქმით, ბრალდებულს იარაღი ჩაუდეს.

დაკავებული ახალციხის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც მათი ოჯახის წევრები მთელი ღამე აქციას მართავდნენ.

ალბერტ გრიგორიანი, რომელსაც გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, ერთ-ერთი ვერსიით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანთან იყო დაპირისპირებული. გრიგორიანის ოჯახის აზრით, სწორედ მკოიანის ინტერესებში შედიოდა ბრალდებულის დაკავება.

ახალციხეში არის შიმშილი, ტერორი, დაუსჯელობის სინდრომია წახალისებული. პოლიციელები ამეტებენ უფლებამოსილებას. ახალციხე არის ყველაზე რთული რეგიონი საქართველოში და როგორც ვიცი, მკოიანები საკუთარი კანონებით აწესრიგებენ იქაურობას, - ამბობს ადვოკატი ნონა მონდარი.

"მთავარის" ინფორმაციით, დააკავეს გრიგორიანის თანმხლები 3 პირიც. მათ დაკავებას შინაგან საქმეთა სამინისტრო არც უარყოფს და არც ადასტურებს.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი