"ოცნების"  წევრი მეუღლესა და სიდედრზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

გამოქვეყნდა:

 "ქართული ოცნების"  წევრი, დავით ახრახაძე  მეუღლესა და სიდედრზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ახრახაძე ფაქტის დამალვას ცდილობდა, თუმცა მისი ადვოკატი ადასტურებს, რომ იგი ნამდვილად დაკავებული იყო.

არაფერი ისეთი არ მომხდარა, არ ვარ ის ადამიანი, რომ ოჯახის ამბავზე ქუჩაში ვისაუბრო. ძალადობა არ ყოფილა. არასდროს არ მიძალადია ცოლზე. ხელი არ დამირტყამს და არც დავარტყამ იმიტომ, რომ ადამიანი მიყვარდა სიგიჟემდე, _ ამბობს ახრახაძე

ადვოკატის, რობიზონ ხურცილავას თქმით, "ოცნების" წევრი დაკავებიდან 72 საათში 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  126-ე  მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორ ან ორზე მეტი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, დავით ახრახაძე, მმართველი პარტიის ის წევრია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს,  ოპოზიციის წინააღმდეგ  გამართულ აქციას ხელმძღვანელობდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი