აბორტის შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა | დეტალები

გამოქვეყნდა:

აბორტის შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა - საკანონმდებლო მაცნეზე ჯანდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ოქტომბრის ბრძანების რედაქტირებული ტექსტი გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ აბორტის მოსაფიქრებლად გათვალისწინებული 5-დღიანი ვადის დარღვევის შემთხვევაში, ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

საქართველოს კანონმდებლობით, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ნებაყოფლობით, (ქალის მოთხოვნის საფუძველზე), ორსულობის 12 კვირამდე (ჩათვლით), სამედიცინო და სოციალური ჩვენებების შესაბამისად კი ორსულობის 12-დან  22 კვირამდეა შესაძლებელი.

ასევე, ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აბორტისწინა კონსულტაცია/გასაუბრება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის (სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2024 წლის 1 იანვრიდან) მიერ კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში ტარდება.

დოკუმენტით ირკვევა, რომ ცვლილებები შედის მედიკამენტური აბორტის შესახებ პუნქტებშიც - 7 კვირამდე ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ უნდა განხორციელდეს, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით.

ასევე, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან აბორტისწინა კონსულტაციის ჩატარება სავალდებულო ხდება ექიმი მეან-გინეკოლოგის, ასევე, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მიერ კონფიდენციალურ პირობებში სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში.

ცვლილებები და მინისტრის ბრძანება სრულად შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი