გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამას საპატრულო და კრიმინალური პოლიციიის მანქანები იმ დროს დაედევნენ, როცა ის "მთავარი არხის" ავტომობილით გადაადგილდებოდა. ხომასურიძემ ფულის არქონის გამო, თბილისში წამოყვანა "მთავარის" გადამღებ ჯგუფს თავად სთხოვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოდან, დაკითხვის შემდეგ გამოსული თამაზ ხომასურიძე საპატრულო ეკიპაჟმა, თბილისის შემოსასვლელთან გააჩერა. შემდეგ კი მასთან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დნმ-ს ჩაბარება მოსთხოვეს, რაზეც ხომასურიძემ უარი თქვა.
ინციდენტს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი შეესწრო.
ხომასურიძე მის მიერ, სატელევიზო ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო, დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს.
გამოკითხვიდან გამოსულმა ხომასურიძემ პროკურატურას მიმართა, მირიან ნიკოლაძე და გური ამირხანაშვილი დაიცვან, ადგან მათ საფრთხე ემუქრებათ