ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო | რუსი ოკუპანტები, რომლებმაც, სავარაუდოდ, თამაზ გინტური მოკლეს

გამოქვეყნდა:

ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო - რუსი ოკუპანტი სამხედროები, რომლებმაც 3 დღის წინ თამაზ გინტური მოკლეს, სავარაუდოდ, იდენტიფიცირებულები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მოკლულის ოჯახი ავრცელებს. 

თუმცა, ოკუპანტების სახელი და გვარები გამოძიებისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის - შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვალერი თელია ამბობს, პასუხობს კითხვას, ნაცნობია თუ არა მათთვის სავარაუდო მკვლელების, ვასილ დემიდოვისა და ნიკოლაი იშენკოს სახელები და გვარები, რაზეც მან თქვა, რომ არა - "მე არაფერს არ მეუბნება ეს სახელები და გვარები."

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ლომისას სალოცავში, სანთლის დასანთებად ასული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, კიდევ ერთი მოქალაქე, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს.     

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი