შეჯახება წყნეთი-ბეთანიის გზაზე - დაშავებულია 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

წყნეთი-ბეთანიის გზაზე მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. მომხდარის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. 

როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი