"არც ვიცოდი, დაემუქრა და შეშინებული იყო, სახლში არ თქვა" | ლანჩხუთში მომხდარის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში გურიის ერთ-ერთი სკოლის სპორტის მასწავლებელია ბრალდებული. პოლიციამ 57 წლის კაცი უკვე დააკავა.

არასრულწლოვანის დედა ​"მთავარ არხთან" მისი შვილის ნაამბობს იხსენებს. ის ამბობს, რომ ოჯახს აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც მოსწავლემ თანაკლასელებს მოუყვა. შემდეგ კი სკოლის დირექტორმა შესაბამის უწყებას მიმართა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პედაგოგმა ჯერ სექსუალურად შეავიწროვა გოგონა, შემდეგ კი ემუქრებოდა, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის ეთქვა.

"მე არც ვიცოდი, ბავშვმა განაცხადა ბავშვებთან სკოლაში, მეგობრებთან, სახლში არ თქვა. დაემუქრა და შეშინებული იყო. ბავშვებთან თქვა და სკოლის დირექტორს უთხრა და სკოლის დირექტორმა დამირეკა და მივედი, დაიჭირეს იმ დღესვე", - ამბობს არასრულწლოვანის დედა.

სკოლაში ამბობენ, რომ მყისიერად ჰქონდათ რეაგირება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

ასევე ნახეთ:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი