საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია StopCoV.ge - ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 1-ის წყარო უცნობია.

2 პაციენტის წყარო გახლავთ ლენჯერი, 2 პაციენტის წყაროა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 5 შემოტანილი შემთხვევაა, მათში ერთ-ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია, ერთ შემთხვევაზე კი წყაროს დასადგენად კვლევა გრძელდება, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1421
  • გამოჯანმრთელებულია - 1137
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7 005
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 255, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებათა რაოდენობამ 23 მილიონს გადააჭარბა, 800 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი