გუშინ, 23 აგვისტოს შატილის გზიდან გადავარდნილი სამგზავრო მიკროავტობუსი, სავარაუდოდ ტურისტულ კომპანია Traveler GE-ს ეკუთვნის. მთავარი არხი ციდლობს აღნიშნული ინფორმაცია თავად კომპანიის წარმომადგენლებთან გადაამოწმოს, თუმცა თანამშრომელბი, სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმზე მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, ტური ხევსურეთში 1 დღიანი იყო და მასში შატილის-მუცოს და ანატორის მონახულება შედიოდა. ტურზე 19 მგზავრი იმყოფებოდა. ავტოკატასტროფა იმ დროს მოხდა, როდესაც მიკროავტობუსი ტურისტებით თბილისში უკან ბრუნდებოდა.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.