სასამართლო შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

დღეს, 24 აგვისტოს მცხეთის საქალაქო სასამართლო 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს. პროცესი 11 საათზე დაიწყო. თერთმეტივე დაკავებულს აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ადვოკატები კი გირაოს ითხოვენ.

მივმართე გენერალურ პროკურატურას სისხლის სამართლის ცალკე წარმოებად გამოყოფის მოთხოვნით, სამი პირის მიმართ, საბა ჩხატიშვილის მიმართ, ერთ-ერთი ბრალდებულია, რომლის საქმეზე გამოყოფასაც ვითხოვ. შესაბამისად, მათი ინტერესების დამცველი ადვოკატებისგანაც, ვგულისხმობ წაქაძისა და გოგშელიძის ადვოკატებმაც, რამდენადაც ვიცი მიმართეს შუამდგომლობით. ამ სამი პირის მიმართ საქმის გამოყოფას ვითხოვთ, - თქვა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.

ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ირაკლი წაქაძე გამოძიების დაწყების დღიდან თანამშრომლობს უწყებასთან და მისი საქმე, პირველი ჩხუბის ეპიზოდის შემდეგ ცალკე წარმოებად უნდა იყოს გამოყოფილი.

პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შაქარაშვილის საქმეზე ჯამში დაკავებული 17 პირია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი