ახალქალაქში, ქორწინების იძულების ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ახალქალაქში, ქორწინების იძულების ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავეს. რეგიონული გამოცემის "სამხრეთის კარიბჭე" ცნობით, კაცი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალზე, ქორწინების მოტივით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.

ბრალდებული სსკ-ს 150მუხლით არის დაკავებული, რაც ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

გამოცემა წერს, რომ სამართალდამცავ უწყებას ქალმა 10 ნოემბერს მიმართა. მიმართვის შემდეგ, 11 ნოემბერს, მოძალადის მიმართ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა და ელექტრონული ზედამხედველობა დააწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი