მირიან ნიკოლაძე საქმეს აყალბებს და მკვლელს ხელს აფარებს - რევაზიშვილის დედა

გამოქვეყნდა:

მცხეთის საქალაქო სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს. "საბურთალოელების" ადვოკატები საქმეზე ბრალდებული 3 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვენ.

ერთ-ერთი დაკავებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის დედა, ეკატერინე წულუკიძე ამბობს, რომ რევაზიშვილს ბრალი მხოლოდ იმიტომ აქვს წარდგენილი, რომ მირიან ნიკოლაზე "ტოიოტა ქამრის" ყველა მგზავრის დასჯას ითხოვდა. დედა ამბობს, რომ საქმეზე დაკავებული 17 პირიდან რეალური მკვლელი არცერთი არაა.

იძულებული ვართ ოჯახი ჩავერთოთ და ვაწარმოოთ გამოძიება, რასაც არ აკეთებს თვითონ პროკურატურა. მე გეტყვით, საზოგადოება გვთხოვს თქვით, მაშინ ვინ მოკლა, მოკლა იმან, ვინც ეს საქმე თავიდან ბოლომდე გააყალბა, ვინც ხელს აფარებს ადამიანებს, ბავშვის მკვლელებს, სოწრედ მან მოკლა და მას ჩემთვის დღეს ერთი სახელი და გვარი აქვს, ეს არის მირიან ნიკოლაძე, - თქვა ეკატერინე წულუკიძემ.

მისი თქმით, ხედავს რომ გამოძიება არ მიმდინარეობს, არავის აინტერესებს რეალურად რა მოხდა და შქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

ადვოკატის თქმით, გუშინ, 23 აგვისტოს გასაჯაროებული კადრები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პროკურატურის ვერსია მცდარია და მას რევაზიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს.

პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შაქარაშვილის საქმეზე ჯამში დაკავებული 17 პირია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი