არ არსებობს გარემოება, რომ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს - პროკურორი

გამოქვეყნდა:

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, დავით ყაზაიშვილის თქმით, არ არსებობს გარემოება, რომ საქმეზე ბრალდებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა შეეცვალოს. ბრალდებულების სასამართლო პროცესი მცხეთის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. 11 პირს შორის არიან "საბურთალოელები" და "ნახალოვკელები". 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის ეტაპს. შესაბამისად, ამ ეტაპზე უნდა არსებობდეს რაიმე ახალი გარემოება, ახალი მტკიცებულება ან ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს აღკვეთი ღონისძიების გაუმქებას ან შეცვლას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ახლად გამოვლენილი გარემოება რომელიც საფუძვლად დაედებოდა აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას ან შევცლას, - თქვა დავით ყაზაიშვილმა. 

"საბურთალოელების" ადვოკატები აცხადენებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების საქმე ცალკე წარმოებად უნდა გამოიყოს, თუმცა პროკურორმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ადვოკატების მოთხოვნა უწყებამ არ დააკმაყოფილა. ყაზაიშვილის თქმით, საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა პროცესს გააჭიანურებს.

პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შაქარაშვილის საქმეზე ჯამში დაკავებული 17 პირია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი