სპეცოპერაციების სერია მარნეულში | გაჩხრიკეს სავალუტო ჯიხურები და მათი მეპატრონეების სახლები

გამოქვეყნდა:

სპეცოპერაცია იყო მარნეულში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სავალუტო ჯიხურები და მათი მეპატრონეების სახლები გაჩხრიკეს. მეპატრონეები ამბობენ, რომ უცნობია რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება.

"დილის 10 საათიდან მოვიდნენ, ამ სავალუტო ჯიხურში შევიდნენ და ამ დრომდე იქ არიან. არ ვიცი რას აკეთებენ. 4 მანქანა იყო ქვემოთ. პარალელურად, ორ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, ეს მესამე სახლია სადაც ამ სავალუტო ჯიხურის მეპატრონეები ცხოვრობენ, სხვა არაფერი ვიცი", - ამობს ადგილობრივი.

საგამოძიებო მოქმედებები სოფელ დაშთაფაში ორ ადგილზე და ქალაქ მარნეულში ერთ ადგილზე ჩატარდა. ამოღებულია ფული და სხვა ნივთები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი