თბილისში ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო | დაჭრილია მშობელი

გამოქვეყნდა:

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო, რის შედეგადაც ერთი მშობელი დაიჭრა. შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა. 

ფაქტს "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. დაკავებული ჯერჯერობით არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

დამატებითი დეტალები უცნობია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი