სტანდარტული მიკროავტუბისით იქ წასვლა შეუძლებელია, ჯიპები უნდა აეყვანა - გიდი შატილის ტრაგედიაზე

გამოქვეყნდა:

23 აგვისტოს შატილის გზიდან გადავარდნილი სამგზავრო მიკროავტობუსი, სავარაუდოდ ტურისტულ კომპანია Traveler GE-ს ეკუთვნის. ამ კომპანიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთი უკმაყოფილო მომხმარებლის კომენტარი იძებნება. გიდი, რუსუდან ჯაფარიძე კი ამბობს, რომ შატილის გზაზე სტანდარტული მიკროავტუბუსით არ უნდა წასულიყვნენ.

თრეველერ ჯის თემა ცოტა აქტუალურია ყოველთვის, ნეგატიური თვალსაზრისით. გახმაურდა რამდენიმე სკანდალი, წაიყვანა თურქეთისკენ, იქ სიტუაცია შეიქმენა ისეთი, რომ ჯგუფი საერთოდ დატოვა, მთაში დაიკარგა. იმდენად იაფად უნდოდა ყველაფრის გაყიდვა, ყველაფერის მოცვა, რომ ხარისხის შენარჩუნება შეუძლებელი იყო. სტანდარტული "სპრინტერით", რომელიც კულტურულ ტურში, ასფალტის ტურში მჭირდება იქ წასვლა არის შეუძლებელი, ყველა შემთხვევაში უნდა ავიყვანო "დელიკები", "ჯიპები" არ უნდა გავრისკო უსაფრთხოება, - თქვა რუსუდან ჯაფარიძემ.

მცხეთის პოლიციაში ცოტა ხნის წინ გამოკითხეს "თრეველ ჯის" ხელმძღვანელი, შალვა ბოლოთაშვილი და კიდევ ერთი თანამშრომელი. წარსულში კომპანიის ერთ-ერთი ტურისტი ამბობს, რომ ავტობუსი, რომლითაც მაშინ იმგზავრეს გაუმართვი იყო, მძღოლს კი გზაში ეძინებოდა.

მე და ჩემმა მეგობარმა გოგოებმა ვიმგზავრეთ მაგ ტურისტული კომპანიით. ვიყავით უკმაყოფილოები იმით, რომ თბილისიდან ბათუმამდე აგვისტოს თვეში გვატარეს გაფუჭებული სამარშრუტო მანქანით. კაპადოკიაში, ავტობუსში კი 2 მძღოლი იყო, მაგრამ იქაც ზეზეურად ეძინა მძღოლს და მგზავრები ვაღვიძებდით. გვეუბნებოდნენ აქ სძინავს ამასო, ესეთი ჩვევა აქვსო, თავს რომ ჩამოაკანტურებდა საჭესთან, - ამბობს ხათუნა ბეგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი