თერჯოლაში 11 წლის მოზარდი მამამ თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მეზობლების თქმით, დაღუპულის მამა ალკოდამოკიდებული იყო და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მოზარდს ფიზიკურად უსწორდებოდა.
ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა მოზარდის თვითმკვლელობის დღესაც. დილით მეზობლებმა ბავშვის ტირილი გაიგეს, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკეს, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს არასრულწლოვანი გარდაცვლილი დახვდათ.
დაისაჯოს უმკაცრესად! ცოლიდან დაწყებული, ყველას სცემდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, პოლიცია მოდიოდა ხშირად, ხელწერილებს აწერინებდნენ და არაფერი შედეგი, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ 49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.