19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11-ვე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროცესი მცხეთაში ცოტა ხნის წინ დასრულდა. დაცვის მხარის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას ითხოვდნენ.
იქამდე სანამ გამოძიება დასრულდება, რა თქმა უნდა, არ არის არაფერი გამორიცხული, შესაძლებელია პიროვნებებიც დაემატოს ვისაც წარედგინება ბრალი თუ იქნება ამის სამართლებრივი საფუძველი და შესაძლებელია მუხლიც დაემატოს. ამ კუთხით ჩვენ ვმუშაობთ, - თქვა საქმის პროკურორმა დავით ყაზაიშვილმა.
"საბურთალოელების" ადვოკატები აცხადენებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფების საქმე ცალკე წარმოებად უნდა გამოიყოს, თუმცა პროკურორმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ადვოკატების მოთხოვნა უწყებამ არ დააკმაყოფილა. ყაზაიშვილის თქმით, საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა პროცესს გააჭიანურებს.
პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შაქარაშვილის საქმეზე ჯამში დაკავებული 17 პირია.