ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება ხუმრობით დაიწყო | დმანისში, 18 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები

გამოქვეყნდა:

დმანისში 18 წლის ახალგაზრდის მკვლელობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით, მომხდარი შელაპარაკებას მოჰყვა, რომელიც 18 წლის ბიჭსა და 15 წლის მოზარდს შორის ხუმრობით დაიწყო.

დაპირისპირება გვიან ღამით გაგრძელდა, როცა 15 წლის მოზარდმა 18 წლის ბიჭს სახლში მიაკითხა, გამოიყვანა და ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. 

არსებული ინფორმაციით, დამნაშავეს თან ორი პირი ახლდა, რომლებიც 18 წლის ბიჭს აკავებდნენ. დაჭრილი ადგილზევე დაიღუპა. 

კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება სკოლაში მომხდარ ბულინგს მოჰყვა.

მოზარდებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს. პოლიციამ 15 წლის ბიჭი მალევე დააკავა. ჯერჯერობით უცნობია აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს.

მკვლელობა გასულ ღამეს მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი