"ორნი იყვნენ, გაიყვანეს და მომიკლეს შვილი"... | დმანისში მოკლული ბიჭის დედა და მკვლელობის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

მკვლელობა მეჩეთის წინ - დმანისის მუნიციპალიტეტში 15 წლის მოზარდმა ორ თანამზრახველთან ერთად 18 წლის ახალგაზრდა მოკლა. ირკვევა, რომ ჩხუბში სულ 5 ადგილობრივი მონაწილეობდა. მოკლული მასთან დაპირისპირებულმა 2-მა მოზარდმა გააკავა, 15 წლის არასრულწლოვანმა კი გულის არეში მას ბასრი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 18 წლის ბიჭი საქმის გასარჩევად სახლიდან გაიყვანა და სასიკვდილო ჭრილობა ე.წ. შტირით მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაყვანის დროს, გზაში დაღუპა. 

ორნი იყვნენ, გაიყვანეს, დაიჭირეს და მომიკლეს არავის შევარჩენ, მოვითხოვ უმკაცრესად დაისაჯონ. არ გავჩერდები - ამბობს მოკლულის დედა.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება და მკვლელობა ახალგაზრდებს შორის ხუმრობას მოჰყვა. ირკვევა ისიც, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მკვლელობაში ბრალდებული პირი თანასოფლელ ახალგაზრდებს გაუსწორდა.  

"სახლში ვიყავით, რა დროსაც , სკოლიდან ბავშვები მოდიოდნენ, ზუსტად ამ დროს, გიულნურა მასწავლებელი მოვიდა ჩვენთან. ვუთხარი, რა ხდება, ხომ მშვიდობაა და მითხრა, რომ თქვენმა შვილმა ჩემს ბიჭს უთხრა, რომ შენი ბაბუა მევახშეა და ცოტა ფული ჩვენც მოგვეცი დავხარჯოთო. ეს ხუმრობა ჩემ შვილს ეწყინაო. გულში ჩაიდო და სახლში წავიდა. სახლში უთქვამს, რომ მე მას მოვკლავ. დედამისი მოვიდა, ეს ინფორმაცია მოგვაწოდა და წავიდა, ამ ფაქტის მერე, საღამოს, სეიმურ რიზა გულიევმა თავის ბანდიტი მეგობრები შეკრიბა და ჩვენს ბიჭს დაურეკეს, სახლიდან გაიყვანეს და შვილი მოგვიკლეს. ვინც პირადად დაურეკა და გაიყვანა, ორი თვის წინ ჩვენს ახლობელს ეჩხუბა და კბილები ჩაუმტვრია. " ამბობს მოკლულის ოჯახის წევრი. 

მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დაკავებულია. დანაშაული გასულ ღამეს მოხდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შესაძლო შურისძიების თავიდან ასაცილებლად, ამ დროისათვის ბრალდებულის სახლთან პოლიციაა მობილიზებული. 

არსებული ინფორმაციით, გამოკითხეს ჩხუბის მონაწილე სხვა პირებიც, თუმცა ამ დროისათვის ჯერ მხოლოდ ერთი მათგანია დაკავებული.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი