შატილში, ხევში გადავარდნილი მანქანები მაშველებმა ამოიყვანეს

გამოქვეყნდა:

შატილში, 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნილი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი მაშველებმა ამოიყვანეს. რამდენიმესაათიანი სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია. 

დღის განმავლობაში სამძებრო სამუშაოების გამო გადაკეტილი დუშეთის მუნიციპალიტეტის შესასვლელი უკვე გახსნილია. სამართალდამცველებმა ინცინდენტის ადგილიდან ყვითელი ლენტიც ჩამოხსნეს.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სამივე მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ტრაგედიის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი