თავდასხმა დედაქალაქში - თეკლათის ქუჩაზე მომღერალი კოსტა სანიკიძე საკუთარ სახლში დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა. მომღერალს ოპერაცია რამდენიმე საათის წინ ჩაუტარდა.
"მდგომარეობა მძიმეა, აპარატზეა შეერთებული.. მუცლის არეში აქვს 4 -ჯერ მიყენებული ჭრილობა.... აქამდეც იყო მსგავსი ფაქტი, თუმცა სახლი აერია და მეზობელთან გადახტა...დაიჭირეს უკვე" - ამბობს სანიკიძის მეგობარი, სალომე ბარათაშვილი
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულია ბრალდებული, 26 წლის ახალგაზრდა, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
იხილეთ ასევე: