მდუმარე აქცია ქუთაისში - შატილში დაღუპულთა ოჯახის წევრებს საზოგადოება უსამძიმრებს

გამოქვეყნდა:

მდუმარე აქცია გაიმართა ქუთაისში. შატილში დაღუპულთა პატივის მისაგებად მოქალაქეები "თეთრ ხიდზე" შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა სანთლებით სიმბოლურად 17 დაწერეს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სოლიდარობა ასე გამოუცხადეს. 

მათი თქმით, რაც მოხდა, მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. აქციის მონაწილეების თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც სახელმწიფოს, ასევე ტურისტულ სააგენტოებსა და მოქალაქეებს. მათივე თქმით, გზებზე უსაფრთხოების ნორმები უნდა გამკაცრდეს.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე  სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სამივე მათგანი რეანიმაციაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ტრაგედიის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი