ექიმის თქმით, სანიკიძე კონტაქტურია და დღეს პალატაში გადავა | უცნობია როდის გამოკითხავენ დაჭრილს

გამოქვეყნდა:

ექიმების ცნობით, დაჭრილი მსახიობის, კოსტა სანიკიძის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს. ფაქტს დედა და მცირეწლოვანი ბავშვი შეესწრო. 

ექიმი ამბობს, რომ სანიკიძეს დღეს პალატაში გადაიყვანენ და გამორიცხული არაა, რომ პოლიციამ ის დღესვე გამოკითხოს.

"ამ ეტაპზე პაციენტი კონტაქტურ-ადეკვატურია. იმყოფება პოსტოპერაციულ სივრცეში, უკვე დატოვებს მალე, იმიტომ, რომ მისი მდგომარეობა გვაძლევს ამის საშუალებას და გადავა საპალატე სივრცეში. მონაცემები სტაბილურია, ანალიზები ნორმის ფარგლებშია", - ამბობს ექიმი.

ცნობილია, რომ დაკავებულია 24 წლის გიორგი გველესიანი, რომელსაც ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. გამოძიება მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი