ავტობანზე ქვეითს ოთხმა მანქანამ გადაუარა - ავარიის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ავტომაგისტრალზე, სოფელ ნიგოზასთან ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მანქანა დაეჯახა

თვითმხილველების  ინფორმაციით, მამაკაცმა ავტომანქანის დაჯახების მიუხედავად ადგომა სცადა, თუმცა მას დიდი სისწრაფით მომავალმა კიდევ სამმა მანქანამ გადაურა, რამაც, საბოლოოდ, მისი სიკვდილი გამოიწვია. 

პირველი ორი მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

შემდეგი მანქანები საჯარიმოზე, მძღოლები კი, დაკითხვაზე გადაიყვანეს.

გარდაცვლილის ცხედარი სამართალდამცველებმა გორის პროზექტურაში გადაასვენეს.  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 8:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი