ზ.ხ-ს მამა ამბობს, რომ მირიან ნიკოლაძე ემუქრება და პროკურატურას დაცვის გამოყოფას სთხოვს

გამოქვეყნდა:

19 წლის ფეხბრურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, ზ.ხ-ს მამა, თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ემუქრება. ის ითხოვს, რომ პროკურატურამ დაცვა გამოუყოს და ნიკოლაძე გამოკითხონ. 

იგი აცხადებს, რომ თურმე მისი ნათესავები მოდიოდნენ, რომ ფიზიკურად გამსწორებოდნენ, მე და იმ ოჯახებს, რომლებიც თავიანთ შვილებს იცავენ. მოვითხოვ გამოძიებისგან, როგორც ჩემზე მოხდა მყისიერი რეაგირება, დაიბარონ ბატონი მირიანი, გამოკითხონ, თუ ვინ მოდიდოა ჩემ საცემრად და მოვუწოდებ პროკურატურას, დამიყენონ დაცვა სახლთან, - თქვა თამაზ ხომასურიძემ.

თამაზ ხომასურიძემ საგამოძიებო უწყებას დნმ-ს ანალიზი გუშინ, 24 აგვისტოს ჩააბარა. უწყებას მისთვის არ განუმარტავს რატომ დასჭირდა ეს ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ საქმეზე ბრალდებული 11-ვე პირი პატიმრობაში დატოვა. პატიმრობაში რჩებიან ბრალდებული არასრულწლოვნებიც. ზ.ხ-მ სიცრუის დეტექტორზე დაკითხვის მოთხოვნით ციხეში შიმშილობა დაიწყო.

პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შაქარაშვილის საქმეზე ჯამში დაკავებული 17 პირია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი