ტრაგედია თერჯოლაში - დაღუპული ბავშვის ოჯახი ფიქრობს, რომ მამას შვილი ცემისას შემოაკვდა

გამოქვეყნდა:

მამის მიერ 11 წლის შვილის თვითკვლელობამდე  მიყვანის საქმე, შესაძლოა, განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს. ოჯახის ნათესავებს აქვთ ეჭვი, რომ მამას შვილი ცემის დროს შემოაკვდა, შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო.

"მთავარი" დაუკავშირდა დაღუპული ბავშვის ბებიას, რომელიც ამბობს, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამა შვილს სისტემატურად სცემდა. გარდა ამისა, ტრაგედიის დღეს ბავშვმა ბებიასა და დეიდას სთხოვა, სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მისულიყვნენ, რადგან სახლში მისვლის შემთხვევაში, მამა გაღიზიანდებოდა. 

11 წლის მოზარდის პედაგოგები კი დაღუპულს დადებითად ახასიათებენ და ფიქრობენ, რომ ის თავს არ მოიკლავდა.

ცოტა ხნის წინ, სამართალდამცველებმა დაღუპულის ოჯახის წევრები, რომლებიც მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ, თერჯოლის რაიონულ განყოფლებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. 

შეგახსენებთ, რომ 49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი