ჩვენ წლებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტადაა ქცეული. ამისი ერთი მაგალითია 2021 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ბახმაროში 21 წლის ახალგაზრდის დაკავება. ამ საქმემ პირველივე დღეებიდან შეიძინა პოლიტიკური ანგარიშსწორების ელფერი. ოჯახი საუბრობდა იმაზე, რომ მაშინ მერობის კანდიდატი, თალაკვაძე გარკვეულ თანამშრომლობას ითხოვდა დაკავებულისგან, რაზეც უარი მიიღო და რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. შეკერილი საქმე საბოლოოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიშალა. თუმცა სისტემა ამაზე არ გაჩერდა. უკვე სააპელაციო სასამართლოში კი მოსამართლემ რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილება გამოიტანა და ბრალდებული დაუსწრებლად 9 წლით ციხეში გაუშვა.