ცოლზე ძალადობის ბრალდებით პენიტენციური სამსახურის ოფიცერი დააკავეს

გამოქვეყნდა:

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ოფიცერი დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა, 2023 წლის 26 ნოემბერს, ქ. რუსთავში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე - 1980 წელს დაბადებულ ქალზე და მას სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი