ძარცვა ზუგდიდში - მანქანიდან ნივთები და 10-თეთრიანები მოიპარეს

გამოქვეყნდა:

ძარცვა ზუგდიდში - ქალაქის ცენტრში გაჩერებული ავტომობილიდან რამდენიმე ნივთი და ლიფტისთვის განკუთვნილი 10-თეთრიანები მოიპარეს. 

როგორც "მთავარ არხს" ავტომობილის მფლობელი, ირი კურტანიძე უყვება, დაკეტილი მანქანა ყოველგვარი დაზიანების გარეშე გააღეს: "ნაკაწრიც არ ჰქონდა, უბრალოდ შიგნით მანქანაში იყო ყველაფერი ამოყრილი. ეტყობა, ეგონათ, რომ დასაგებების ქვემოთ რამე მექნებოდა ან სადმე ჩამალული რამე".

მისივე თქმით, პოლიციისთვის არ მიუმართავს: "არ მიმიმართავს პოლიციისთვის, მეჩქარებოდა თბილისში და ვერ დავრჩებოდი დიდხანს ზუგდიდში. ნივთებს მაინც ვერ დამიბრუნებდნენ. რაც მომპარეს ასე ვიღაცისთვის ბევრი არაფერი არაა, ჩემთვის მნიშვნელოვანი ნივთები იყო, მაგრამ რაც კი ნახეს ყველაფერი წაიღეს, სამი ათთეთრიანიც კი, ლიფტისთვის რაც მედო". 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი