თერჯოლაში, დაღუპული 11 წლის მოზარდის დედას ხვალ ელოდებიან

გამოქვეყნდა:

11 წლის გარდაცვლილი მოზარდის დედას თერჯოლაში ხვალ ელოდებიან. არასრულწლოვნის დედა ტრაგედიის დროს საბერძნეთში იმყოფებოდა.

სოფელ ძევრში მომხდარ ტრაგედიაზე ბავშვის მამას 25 აგვისტოს, ბრალი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობისთვის წაუყენეს.  პროკურატურა ბრალდებულისთვის აღვკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. უწყებამ ამ შუამდგომლობით შესაძლოა დღეს მიმართოს სასამართლოს.

ძალადობაზე საუბრობენ ოჯახის წევრები და მეზობლებიც. თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა ბავშვის ბებიას და ამბობს, რომ თვითმკვლელობის სცენა ბავშვის მამამ დადგა.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი