მამაკაცი, რომელსაც მტკვარში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია "მთავარს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს. მას ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ მტკვარში სამაშველო სამუშაოები დღეს დილით დაიწყო. ორთაჭალაში, ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, თვითმხილველმა დაინახა, როგორ გადახტა მამაკაცი მდინარეში.