სასამართლო კლანის წევრი, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან ბოდიშს მოითხოვს. ნინო ქადაგიძე შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეების რეპუტაციის აღდგენას ცდილობს და ისევ მტკიცებულებებს ელოდება. კლანის ოდიოზური წევრი სასამართლოს სისტემასთან დაკავშირებით, შენიშვნებს არ იღებს და ამტკიცებს რომ სასამართლო დამოუკიდებელი და არაკორუმპირებულია.
ქადაგიძის განმარტება ნაკლებად სარწმუნოა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სწორედ კლანურ მმართველობას და კორუფციას ასახელებენ მთავარ გამოწვევად, ის კი მხოლოდ ძირეული და კარდინალური რეფორმებით აღმოიფხვრება.