"მე და ჩემი ბიჭი ძმაკაცებივით ვიყავით" - დაღუპული არასრულწლოვნის მამა

გამოქვეყნდა:

დაღუპული 11 წლის მოზარდის მამა, ფრიდონ აბჟანდაძე სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ მას და მის არასრულწლოვან შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მისივე თქმით, "ძმაკაცებივით" იყვნენ.

ცამდე მართალი ვარ..მე და ჩემი ბიჭი ძმაკაცებივით ვიყავით, ეს რაც პროკურორმა თქვა, თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ. ისეთები თქვა პროკურორმა დასახვრეტი ვყოფილვარ, - ამბობს ფრიდონ აბჟანდაძემ.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის მამაკაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი