ბოლო ერთ წელში, საქართველოში, Covid 19-ით 86 000-ზე მეტი პირი დაინფიცირდა | NCDC

გამოქვეყნდა:

ბოლო ერთ წელში, საქართველოში, Covid 19-ით 86 000-ზე მეტი პირი დაინფიცირდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ NCDC-დან გამოთხოვილი ინფორმაციის ფარგლებში პასუხობს. თუმცა, მათ დეპუტატს არ გაუზიარეს მონაცემები კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ. 

"აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში COVID-19 დადასტურებული შემთხვევები არის 86 728.გარდაცვალების აღრიცხვა პანდემიის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ მიმდინარეობს სტანდარტულ ფორმატში (არა ოპერატიულ რეჟიმში) და 2023 წლის გარდაცვალება სიკვდილის მიზეზების მიხედვით ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო წლის ივნისის თვიდან", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა კოვიდ-სტატისტიკის გამოქვეყნება 2022 წლის 1 ოქტომბერს შეწყვიტა და ამ ნაბიჯით ქვეყანაში პანდემია ფაქტობრივად დასრულებულად გამოაცხადა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი