11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულ მამას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული მამა, ფრიდონ აბჟანდაძეს ე.წ. წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა

სასამართლო პროცესზე არასრულწლოვნის მამამ, ფრიდონ აბჟანდაძემ ყველაფერი უარყო და ამტკიცებდა, რომ ის ცამდე მართალია და შვილს მეგობრულად, ძმაკაცურად ზრდიდა. მისივე თქმით, 10 წელია მეუღლე ემიგრაციაში ჰყავს  და მის შივლებს დედობასც და მამობასაც უწევდა.  

პროკურორი დავით შვანიგრაძე სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძინების სახით პატიმრობას მოითხოვდა. მისივე თქმით, გირაოს გათავისუფლების შემთხვევაში რისკი იყო იმისა, რომ მას ქვეყანა დაეტოვებინა და მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა. პროკურორის შუამდგომლობა მოსამართლემ გაითვალისწინა.

მუხლის გადაკვალიფიცირების შესახებ პროკურორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გრძელდება საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები და გამოძიება ყვეალა შესაძლო ვერსიაზე მუშაობს. 

შეგახსენებთ, რომ 49 წლის კაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს.  25 აგვისტოს კი ბრალი არასრულწლოვნის თვითმკვლობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობისთვის წაუყენეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი