39 წლის ნოდარ ვაშაკიძე, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.
ცნობილია დაჭრილი პოლიციელის ვინაობაც - ის 23 წლის გიგი ოთიაშვილია. პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოს ცოტა ხანში დატოვებს. ამ დრომდე კლინიკაში რჩება 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძე, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
რაც შეეხება მომხდარს, ირკვევა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ნოდარ ვაშაკიძესა და თეიმურაზ ანჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ანჯაფარიძის დაჭრით დასრულდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ვაშაკიძემ დაჭრა პოლიციის თანამშრომელიც, რომელიც გამოძახებაზე მივიდა და დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა.
ბრალდებული ნოდარ ვაშაკიძე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაჭრა ზაარბრიუკენის მოედანზე გუშინ, 3 დეკემბერს მოხდა.
დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე,19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.