ეს არ არის ფეხბურთელი მერის გადასაწყვეტი - ექსპერტები ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის მიერ ვაკის პარკის რეაბილიტაციის ინიციატივას ექსპერტები და სამოქალაქო აქტივისტები უარყოფითად აფასებენ. მათი თქმით, ცვლილებები ცალმხრივია და საზოგაოდებას არავინ არაფერი ჰკითხა, როგორი სკვერის ხილვას ისურვებდა თბილისის ცენტრში.

პროექტს თავად სპეციალისტებიც არ იცნობენ და თანხმდებიან, რომ მათი ჩართულობა უფრო ფართო უნდა ყოფილიყო. მოძრაობა "პარტიზანი მებაღეების" დამფუძნებელი, ნატა ფერაძე ამბობს, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაცია მხოლოდ ფეხბურთელი მერის გადასაწყვეტი არ არის.

ეს არ არის ვიღაცა ერთი ფეხბურთელი მერის გადასაწყვეტი. უნდა ყოფილიყო საზოგადოების ფართო ჩართულობა და არა ბუტაფორიული როგორც გააკეთეს. კონტრაქტში უწერიათ, რომ უნდა იყოს საზოგადო განხილვა - თქვა ნატა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მომავალი კვირიდან ვაკის პარკის რეაბილიტაცია დაიწყება. მისივე თქმით, პროექტის სრულად განხორციელებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება, რა დროსაც გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

ცნობისთვის, სამშენებლო კომპანია "ტიფლის დეველოპმენტი" ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, რასაც სამოქალაქო სექტორის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი