"იმდენ იარაღს და ნარკოტიკს ჩაგიდებ, გარეთ ცხვირს ვერ გამოყოფო" | აჭარის პოლიციის უფროსს მუქარასა და დევნაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

მუქარა პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან და ქვეყნიდან იძულებითი გაქცევა. ავთანდილ კომახიძის ოჯახი მიზანმიმართულ დევნაში გრიგოლ ბესელიას ადანაშაულებს. აჭარის პოლიციის უფროსის კატეგორიული მოთხოვნა სწორედ ქვეყნის დატოვება იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე მუხლებით გასამართლება ემუქრებოდა. სამართლებრივი დევნის თავიდან ასაცილებლად და ოჯახის უსაფრთხოების მიზნით ავთანდილ კომახიძემ ქვეყანა მართლაც დატოვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკან დაბრუნებულს კი პრობლემები ისევ შეექმნა და ისევ ბესელიას მხრიდან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი