ქვემო ქართლში 1 პირი დააკავეს - ამოღებულია 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება

გამოქვეყნდა:

ქვემო ქართლის პოლიციამ, მარნეული-თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, მიკროავტობუსის მძღოლი, 1964 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულის მიკროავტობუსისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა "ჰეროინის" შემცველი 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი