„ქალი რომ კაცის წინ ტლიკინებს, იმ ქალს რაღაც მოხვდება“ - ხაშურში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები „მთავარმა“ გაარკვია

გამოქვეყნდა:

სასტიკი მკვლელობა ხაშურში - ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის ცხედარი დღეს მის სახლში გადაასვენეს. ნათია გოგალაძის ოჯახი დღეს „მთავარ არხთან“ მკვლელობის და იმ დაპირისპირების დეტალებს იხსენებს, რაც სასტიკ დანაშაულს წინ უძღოდა.

ნათიას და, ირმა გოგალაძე ყვება, რომ ირაკლი დეკანოიძე ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ეს ადგილობრივმა პოლიციამაც იცოდა.

თუმცა, გოგოლაძის თქმით, სამართლდამცველებმა კიდევ ერთი ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ შეძლეს.

„მტკვარზე ჩავუყვანივარო, იარაღი მიუდია და უთქვამს მდინარე აატივტივებს შენს გვამსო“ - ამბობს ირმა გოგალაძე.

„მთავართან“ ასევე ისაუბრა ნათია გოგოლაძის ყოფილი მეუღლის ახლობელმაც. დეკანოიძის ნათესავი ძალადობას ამართლებს და ამბობს, რომ ქალი კაცის ნების წინააღმდეგ არ უნდა მიდიოდეს.

„ქალი რომ კაცის წინ ტლიკინებს, იმ ქალს რაღაც მოხვდება“ - ამბობს ოჯახის ახლობელი.

ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი