იდუმალებით მოცული სიკვდილი მუხათგვერდის სასაფლაოზე | საეჭვო გარემოებები საქმის მასალებში - Post Factum-მა დოკუმენტები მოიპოვა

გამოქვეყნდა:

იდუმალებით მოცული სიკვდილი დროთა განმავლობაში სულ უფრო ბუნდოვანი ხდება - ერთი წლის წინ მოვამზადეთ რეპორტაჟი, რომელიც მუხათგვერდის სასაფლაოზე აღმოჩენილი კაცის ცხედარს შეეხებოდა. ის ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს, ოღონდ უცნაური ის იყო, რომ ერთი შეხედვით სუიციდის მსხვერპლს ხელები ხამუტით ჰქონდა გადაბმული, ხეზე ხელები ჰქონდა ჩამოდებული და ისე იყო ჩამოკიდბეული, და რაც მთავარია, იქვე, სადაც ცხედარი იპოვეს, აღმოაჩინეს მისი მანქანაც. ოღონდ, დაკარგული კაცის მანქანა 2 კვირით ადრე იპოვეს, იქვე მდგომ ხეზე კი ცხედარი 2 კვირის შემდეგ გამოჩნდა, ექსპერტიზამ კი დაასკვნა, რომ ამ ხეზე ცხედარს 8 საათზე მეტი არ ჰქონდა გატარებული.

ახლა, როცა საქმის მასალები ჩვენი ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა, ცხადი გახდა, რომ ამ საქმის პირველივე ეპიზოდიდან გამოძიებამ უამრავ მტკიცებულებაზე და საეჭვო გარემოებაზე თვალი დახუჭა. რაც კიდევ უფრო უცნაურია, იმავე ადგილას, ცოტა ხნით ადრე ასევე ბოლომდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი კიდევ ერთი მამაკაცის ცხედარი იქნა აღმოჩენილი, იგივე ხეზე. საეჭვო გარმოებებზე მიუთითებენ საქმის მასალებიც, ოჯახის წევრებიც და მათი ადვოკატებიც. თუმცა ძიება მაინც ჩიხში რჩება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი