საფრანგეთში ქართველი ქალი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში ქართველი ქალი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის საფრანგეთის პოლიციამ უკვე დააკავა. როგორც ფრანგული მედია წერს, შემთხვევა ქალაქ ტულონში 17 დეკემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, 28 წლის ქალმა 31 წლის ქმარი გაგუდა.

მედიის ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული ლანა კ. მეუღლის მიერ 2022 წლის აგვისტოში ჩადენილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა, პროცედურა გაუქმდა მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა მასზე ძალადობა უარყო.

ცნობილია, რომ ცოლ-ქმარს ხუთ შვილი ჰყავს, ყველა მცირეწლოვანი ბავშვთა თავშეფარში გადაიყვანეს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი