თერჯოლაში დაღუპული 11 წლის ბიჭის და მამისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

თერჯოლაში დაღუპული 11 წლის ბიჭის და მამისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ მოზარდს თავი არ მოუკლავს და ის მამას შემოაკვდა.

თუკი ჩემმა ძმამ თავი საკუთარი ხელით ჩამოიხრჩო გამოდის, რომ 11 წლის ბავშვი მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე. მამის უმკაცრესად დასჯას ვითხოვთ. ბავშვი მიწაში ჩადო, მიიყვანა თვითმკვლელობამდე და 2-დან 4 წლამდე სასჯელი არაფერია, - ამბობს გარდაცვლილის და.

გარდაცვლილი არასრულწლოვნის  დედა საბერძნეთიდან საქართველოში სავარაუდოდ ხვალ დაბრუნდება და კვირას შვილის დაკრძალვას დაესწრება. ოჯახის ინფორმაციით, დედის ტრანსპორტირებას  საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.

ქალს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პროცედურები დარღვეული აქვს, როგორც საბერძნეთთან, ასევე თურქეთთან მიმართებაში. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირწმუნება, რომ პრობლემის მოგვარებისთვის დიპლომატიური უწყება აქტიურად მუშაობს. ოჯახს 11 წლის ბიჭის დაკრძალვა დედის ჩამოსვლამდე არ სურს.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის კაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი