დღეს დადასტურებული 8 შემთხვევიდან 3-ის წყარო უცნობია - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 28 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 8 შემთხვევიდან 3-ის წყარო უცნობია.

ორის წყარო არის დაავადებულთან კონტაქტი, სამი გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, სამივე სატვირთოს მძღოლია და სამზე გრძლედება ეპიდკვლევა, კონტაქტების მოძიებით წყაროს დადგენის მიზნით, - თქვა მარინა ეზუგბაიამ. 

ეზუგბაიას განცხადებით, ჯამში კოვიდცენტრებში მკურნალობას 232 პაციენტი აგრძელებს, მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე ხოლო, 17-ის მძიმეა.

დღეს, 28 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 455
  • გამოჯანმრთელებულია - 1 196
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5943
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 24 მილიონს გადააჭარბა, 800 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი