"ძაღლი უეცრად დაესხა ბავშვს თავს... ჩემმა მეგობარმა ძლივს გამოსტაცა პირიდან", - ამის შესახებ ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს მამა "მთავარ არხთან" საუბრობს და მომხდარის დეტალებს იხსენებს.
უფროსი შვილი მოიყვანეს ბაღიდან, დედა სახლიდან წავიდა გამოსაყვანად ბავშვის. რა დროსაც, პიტბულის ჯიშის ძაღლი უეცრად დაესხა ბავშვს თავს. უფროსი შვილის ყურადღების მიქცევის დროს პატარა ბავშვი ეზოშ გამოვიდა, რა დროსას ძაღლი სახლის მიმართულებით ავიდა და თავს დაესხა ლაზარეს. რა დროსაც ჩემმა მეგობარმა გააკეთა რეაგირება და ძლივს გამოსტაცა ბავშვი ძაღლს პირიდან... საცხოვრებელ სახლთან მოხდა, ვიღაცის გამოგდებული ძაღლი იყო და თავს დაესხა მაგ დროს ბავშვს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დაკვირვება ერთი კვირის განმავლობაში, როგორ გაატარებს სისხლს ეს ბავშვის წვრილი კაპილარები, - ამბობს ლაზარეს მამა.
2 წლის ლაზარე და მისი მცირეწლოვანი ძმა პიტბულმა გურიაში 16 დეკემბერს დაკბინა. ვისია ძაღლი, უცნობია. სავარაუდოდ, ის პატრონმა მიატოვა. შემთხვევის შემდეგ ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს.