სპეცოპერაცია შიდა ქართლში - ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტში 6 ადამიანი დააკავეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, შსს თანამშრომლებმა სპეცოპერაცია გამთენიისას ჩაატარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარ არხს" უდასტურებენ, რომ დაკავებულია 6 პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხე - ტყის უკანონო გაჩეხვას გულისხმობს.