"გადმოუგდიათ საწოლიდან, ფეხშიშველი წაიყვანეს" | გორის მუნიციპალიტეტში სპეცოპერაციისას დაკავებულის დედა

გამოქვეყნდა:

გორის მუნიციპალიტეტში გამთენიისას სპეცოპერაციის შემდეგ 6 პირი დააკავეს. "მთავარი არხის" მიერ მოპოვებული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა და თქვა, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 303-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხე-ტყის უკანონო გაჩეხვას გულისხმობს.

დაკავებულების ახლობლები ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა პროცედურები ძალის გადამეტებით ჩაატარეს და კაცი მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით დააკავეს.

"გადმოუგდიათ საწოლიდან, ძირს დაუგდიათ, ფეხშიშველი ფეხით წაიყვანეს, ფეხსაცმელებიც კი არ ჩააცვეს. ხე-ტყის უკანონო მოჭრაზეო, რომელიც არც მოუჭრია. [უკანონოდაა დაკავებული თქვენი შვილი?] უკანონოდაა კი", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის დედა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი