ზ.ხ-ს მამა ამბობს, რომ სახლში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა

გამოქვეყნდა:

19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის - ზ.ხ.ს მამა ამბობს, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინა. მისი თქმით, მოწყობილობა საძინებელ ოთახში იპოვა და ეჭვი აქვს, რომ ის პოლიციამ დადო.

აქ ჩემი და პოლიციის გარდა არავინ ყოფილა. ალბათ პოლიციამ დადო. მოვიდნენ და მკითხონ უარზე ხომ არ ვარ, - ამბობს თამაზ ხომასურიძე.

თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ  პოლიციას დაუკავშირდება და მოგვიანებით პოლიცია დაადგენს არის თუ არა მის სახში ნაპოვნი მართლაც მოსასმენი აპარატი.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი